ბაგრატის ტაძარი და გელათის
მონასტერი IV კრიტერიუმის თანახმად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში
შეტანილია 1994 წელს. "საკათედრო ტაძარი და მონასტერი განსზღვრავენ
საქართველოს შუა საუკუნეების არქიტექტურის აყვავების ხანას."
გელათის მონასტერი XII-XIV სს.
გელათის მონასტერი - შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი სასულიერო და კულტურული ცენტრი "ახალი ათენი" და "მეორე იერუსალიმი" - მეფე დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა.
მონასტერთან ფუნქციონირებდა აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები.
გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების - ბაგრატიონების საძვალესაც წარმოადგენდა.
XVI საუკუნიდან გელათი საეპისკოპოსო საყდარია.
მონასტრის ცენტრალური ნაგებობაა ღმრთისმშობლის შობის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. მისი შიდა სივრცე დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. საკურთხევლის კონქს ამკობს 1125-1130 წწ. შესრულებული ბრწყინვალე მოზაიკური კომპოზიცია - ფეხზე მდგომი ჩვილედი ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები. დასავლეთის სტოაში XII ს-ის ფრესკებია, რომლებზეც გამოსახულია მსოფლიო შვიდი საეკლესიო კრება. ტაძრის ძირითადი მხატვრობა XVI ს-ის II ნახევარშია შესრულებული.
გელათის სამონასტრო ანსამბლში შემავალი ხუროთმოძღვრული ძეგლები XII-XIV საუკუნეებისაა: აკადემია, წმ. გიორგის ეკლესია, რომლის ინტერიერი XVI საუკუნეში მოიხატა, წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.
მონასტრის გალავანის სამხრეთ კარიბჭეში წმ. მეფე დავით აღმაშენებელია (1184-1225) დაკრძალული.
ბაგრატის ტაძარი X-XI სს. მიჯნაგელათის მონასტერი - შუა საუკუნეების საქართველოს უდიდესი სასულიერო და კულტურული ცენტრი "ახალი ათენი" და "მეორე იერუსალიმი" - მეფე დავით აღმაშენებელმა 1106 წელს დააარსა.
მონასტერთან ფუნქციონირებდა აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები.
გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების - ბაგრატიონების საძვალესაც წარმოადგენდა.
XVI საუკუნიდან გელათი საეპისკოპოსო საყდარია.
მონასტრის ცენტრალური ნაგებობაა ღმრთისმშობლის შობის სახელობის გუმბათიანი ეკლესია. მისი შიდა სივრცე დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. საკურთხევლის კონქს ამკობს 1125-1130 წწ. შესრულებული ბრწყინვალე მოზაიკური კომპოზიცია - ფეხზე მდგომი ჩვილედი ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები. დასავლეთის სტოაში XII ს-ის ფრესკებია, რომლებზეც გამოსახულია მსოფლიო შვიდი საეკლესიო კრება. ტაძრის ძირითადი მხატვრობა XVI ს-ის II ნახევარშია შესრულებული.
გელათის სამონასტრო ანსამბლში შემავალი ხუროთმოძღვრული ძეგლები XII-XIV საუკუნეებისაა: აკადემია, წმ. გიორგის ეკლესია, რომლის ინტერიერი XVI საუკუნეში მოიხატა, წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.
მონასტრის გალავანის სამხრეთ კარიბჭეში წმ. მეფე დავით აღმაშენებელია (1184-1225) დაკრძალული.
ბაგრატის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი – ერთიანი ქართული
სახელმწიფოს სიმბოლო. მისი დამაარსებელია საქართველოს სამეფოს პირველი მეფე
ბაგრატ III (978-1014) ბაგრატიონი. ტაძრის მშენებლობა, ფასადზე ამოკვეთილი
წარწერის მიხედვით, დასრულდა 1003 წელს. მის კურთხევას ესწრებოდნენ
საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და მეზობელი ქვეყნების უმაღლესი საერო და
სასულიერო ხელისუფალნი.
ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, რომლის გუმბათიც ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობოდა. დასავლეთ მკლავში, მეორე სართულზე, მეფის ოჯახისათვის პატრონიკე იყო მოწყობილი.
მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს.
Bბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილია სამშენებლო და მემორიალური წარწერები. ჩრდილოეთის სარკმელზე საქართველოში შემონახული უძველესი არაბული ციფრებია აღბეჭდილი.
XVII ს-ის მიწურულს ტაძარი დამპყრობლებმა ააფეთქეს. მისი ნგრევა XVIII-XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა.
ბაგრატის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები, მათ შორის IV საუკუნის ტაძრის ფრაგმენტები, 1003 წლის საკურთხევლისწინა მორთული იატაკი და სამეფო სამარხები.
http://gtstravel.ge/backupi2/uploads/images/58493.jpgბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, რომლის გუმბათიც ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობოდა. დასავლეთ მკლავში, მეორე სართულზე, მეფის ოჯახისათვის პატრონიკე იყო მოწყობილი.
მშენებლობის დამთავრებამდე ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები მიაშენეს.
Bბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილია სამშენებლო და მემორიალური წარწერები. ჩრდილოეთის სარკმელზე საქართველოში შემონახული უძველესი არაბული ციფრებია აღბეჭდილი.
XVII ს-ის მიწურულს ტაძარი დამპყრობლებმა ააფეთქეს. მისი ნგრევა XVIII-XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა.
ბაგრატის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთები, მათ შორის IV საუკუნის ტაძრის ფრაგმენტები, 1003 წლის საკურთხევლისწინა მორთული იატაკი და სამეფო სამარხები.
ისტორია [რედაქტირება]
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.არქიტექტურა [რედაქტირება]
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
რეკონსტრუქცია [რედაქტირება]
2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია. პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა. რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია,[1][2] მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც უნდა აღდგენილიყო და სამუშაოები გაგრძელდებოდა.[3] 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა.[4] ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა გახდა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს. [5] 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე გადაწყვეტს.[6][7]საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
- 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.[8]
No comments:
Post a Comment