აღსარება ქუთაისს
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
-
ვეღარ
გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა
თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი
შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი
დღეები ამწვანებული.
მოვედი
შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული
აქაც აივსო,
ისევ
ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი
სხვანაირ დღის გათენებას.
ავალ
კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის
მაღალ ნანგრევებს:
რომ ჩემი სული
ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას
აქაც აგროვებს.
ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი,
როგორც ღრუბელი.
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის
გზა დამღუპველი.
ახლაც
სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი
ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი
შენ მაპატიე.
ორი საახალწლო
1
სანამ
არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ
ახალ წელიწადს მარად
მომაგონდები.
შორი
გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი
—
უცხოდ
განათებული, პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ
განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე
სუროს ფოთოლი… კურკანტელას მარცვალი…
უზარმაზარ ოდაში
მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი,
გაოცებული, მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ
დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც
თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია
მასრებად,
ალბათ,
ცაში თუ მოხდა
შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში
მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი
“მრავალჟამიერ” აღებს ყველა
გასაღებს.
მე ხან პაპის
წვერს ვუმზერ,
ხან შენ გიმზერ,
ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც
ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ
შენ შემოგცქერი, შენი
შუქის მჯერა მე,
შორი
გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ
არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ
ახალ წელიწადს მარად
მომაგონდები!
2
რიონის
პირად შფოთავს ქალაქი,
ათას
ჭირსა და ლხინში
ნაქები,
ყოველ
ახალწელს საგულდაგულოდ
განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ
და არასოდეს არ დაბერდები…
ის თეთრი ჩოხა
ისევ გაცვია,
ისევ
პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ
მესხეთის ქუჩით მიდიხარ
და მოგძახიან იგივ
სწორები,
შეგხვდება ვინმე
ოჯახიშვილი,
კოხტა
ყმაწვილი მოეწონები,
ხელში
აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს,
უზალთუნს მოგცემს, აგრე დაგლოცავს:
„მრავალ ახალწელს დაესწარ, შვილო,
და ესახელე იმერლის ოჯახს!“
რიონის
პირად კი ქუხს
ქალაქი,
ათას
ჭირსა და ლხინში
ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი
და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ
ბაგრატის ტაძრის
ნანგრევნი
გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,
მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,
ყრმაო,
გარდასულ იმა დროების!
Playtech Casino Games - Online Casino for Real Money (2021)
ReplyDeletePlaytech casino games | The best slot machines, games, bonuses, payout speed 제왕카지노 and more. หารายได้เสริม Read CasinoRewards, join the 인카지노 list of online casinos with